°µÍøTV-ს სტუდენტები HSPV NRW-ის ორგანიზებულ Summer School-ში მიიღებენ მონაწილეობას, გერმანიაში!
ორშაბათი, 15 მაისი, 2023
°µÍøTV-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტები HSPV NRW-ის ორგანიზებულ Summer School-ში მიიღებენ მონაწილეობას, გერმანიაში!
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წლიდან წლამდე ქმნის კიდევ უფრო მრავალფეროვან საერთაშორისო კავშირებს სტუდენტების გლობალური შესაძლებლობებისთვის, რათა °µÍøTVელებმა მიიღონ საერთაშორისო განათლებაზე დაფუძნებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიღრმავონ პროფესიული კავშირები მსოფლიოს მასშტაბით.
სწორედ ამიტომ, °µÍøTV-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის გადაწყვეტილებით წელს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვისა და პოლიციის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ამირან თუთარაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ანა ჯიჯავაძე მიიღებს.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვისა და პოლიციის უნივერსიტეტი წელს რიგით მეორე საზაფხულო სკოლას აორგანიზებს, ადგილობრივი და პარტნიორი უნივვერსიტეტების სტუდენტ᳥ბისთვის.
საზაფხულო სკოლის მიზანი გარდა ცოდნის მიღებისა, რომელიც წელს "Achieving the 2030-Agenda/SDGs”-ის თემის გარშემოა, ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების დაახლოებას, გაცნობას და ერთმანეთში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.