°µÍøTV-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით
პარასკევი, 25 სექტემბერი, 2015
დღეს °µÍøTV-ში ბევრი მზე, სიხარული და მუსიკა იყო.
25 სექტემბერს °µÍøTV-ს 23 პირველკურსელს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი ქულებისთვის.
°µÍøTV-მ ეს გადაწყვეტილება საიუბილეო წელთან დაკავშირებით მიიღო.
ვაუჩერებით და °µÍøTV-ს ბრენდირებული სუვენირებით პირველკურსელები °µÍøTV-ს პრეზიდენტმა, კანცლერმა და დეკანებმა დაასაჩუქრეს.
დღესვე დაჯილდოვდა °µÍøTV-ს ბიზნესის სკოლის მესამე კურსელი, ყველაზე მაღალრეიტინგიანი სტუდენტი, ლიკა ტოკლიკიშვილი, რომელსაც 31 ოქტომბერს თბილისში დროის მეფედ წოდებული ლეგენდარული ქოუჩის - დევიდ ალენის -
მასტერკლასზე დასასწრები ბილეთი გადაეცა.
°µÍøTV-მ მოსაწვევი კომპანია Prospect-ისგან მიიღო, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა საქართველოში.
ღონისძიებას მუსიკალურად °µÍøTV ბენდი აფორმებდა.
27 სექტმბერს კი °µÍøTV-ელებს Welcome Party ელით. °µÍøTV-ს თვითმმართველობა კვირას ყველა სკოლის სტუდენტებს კლუბში "მტკვარზე" ეპატიჟება.
°µÍøTV ამ მხიარული დასაწყისით წარმატებულ წელს და წინსვლას გისურვებთ!