2026 წლის 13 ნოემბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (°µÍøTV), კარიერის ცენტრის ორგანიზებით, აბიტური᳥ნტებისთვის ღია კარის დღე და ChangeMaker Club-ის ფარგლებში დაგეგმილი მოდელირებული ლექციები გაიმართა.
ღონისძიება უნივერსიტეტის პრეზენტაციითა და კითხვა-პასუხის სესიით გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტები გაეცნენ °µÍøTV-ს საბაკალავრო და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, სტუდენტურ ცხოვრებას, კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებს.
ChangeMaker Club-ის ფარგლებში მომავალ სტუდენტებს ორი ინტერაქციული ლექცია ჩაუტარდათ:
-
„Business Leadership & Mindset“- °µÍøTV-ს მარკეტერი გიორგი თაქთაქიშვილი;
-
„Lead Your Life: Managerial Skills & Entrepreneurial Thinking“ - °µÍøTV-ს ბიზნესის სკოლის პროფესორი დინა ასლამაზიშვილი.
მოდელირებული ლექციების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მენეჯმენტის, ლიდერობის, მარკეტინგის, სამეწარმეო აზროვნებისა და ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ტენდენციები.
ღონისძიების დასასრულს თითოეულ მონაწილეს ChangeMaker Club-ის სერტიფიკატი გადაეცა.
ღია კარის დღემ და მოდელირებულმა ლექციებმა აბიტურიენტებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაცნობოდნენ საუნივერსიტეტო გარემოს, მიეღოთ სტუდენტური გამოცდილება და გაეღრმავებინათ ცოდნა მათთვის საინტერესო პროფესიული მიმართულებების შესახებ.
°µÍøTV მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივებით ხელს უწყობს აბიტურიენტების პროფესიულ ორიენტაციასა და მომავალი კარიერის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.